Accentnews.ge
კობა გვენეტაძე: "ეკონომიკის მალე გაჯანსაღების მხრივ დადებითი მოლოდინებია"

კობა გვენეტაძე: "ეკონომიკის მალე გაჯანსაღების მხრივ დადებითი მოლოდინებია"

04/06/2020 10:35:38 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველო კარგად გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას და ეკონომიკის მალე გაჯანსაღების მხრივ დადებითი მოლოდინებია.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ღია ეკონომიკა, როგორიც საქართველოშია, ყველაზე კარგად გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკისგან მომავალ პრობლემებს.

"მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას იმაზე, თუ რა ხდება მოკლევადიან პერიოდში: კურსის მოძრაობას მრავალი შემადგენელი ნაწილი აქვს, მრავალმა ფაქტორმა შეიძლება, იმოქმედოს. ეს ფაქტორები ელემენტარულად, შეიძლება არ იყოს დღესდღეობით ხელმისაწვდომი მაგალითად, ექსპორტი, იმპორტი, გადმორიცხვები და ა.შ. ყველაზე კარგი საშუალება ამის ანალიზისა, არის საგადასახდელო ბალანსი, რომელიც დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ რა შეიძლება დღეს ვთქვათ ამასთან დაკავშირებით? - მოლოდინები გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, დამსახურებულადაც. თუ მაგალითად, 2 თვის წინ, როცა იყო გაუფასურება, რომლის აცდენაც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი ეკონომიკური კანონების მიხედვით, ამაზე"ფეისბუქზე" პოსტიც დავწერე და ავხსენი, თუ რატომ არ შეიძლება, ეს სხვანაირად მოხდეს. იმის გამო, რომ საქართველო კარგად გაუმკლავდა პანდემიას და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საჩვენებელი „ქეისია“ სამედიცინო თვალსაზრისით, არის დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო მალე მოხდება, უფრო კარგი იქნება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი. ასევე, იქნება შემოსავლები", - განაცხადა გვენეტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S