Accentnews.ge
სოხუმი: “მამაკაცი საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადატანას ცდილობდა”

სოხუმი: “მამაკაცი საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადატანას ცდილობდა”

04/06/2020 11:11:22 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და “საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე” მის უკანონოდ გადატანაშია ბრალდებული.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, მამაკაცი “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლეთან ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად” დააკავეს.

“1996 წ. დაბადებულ მოქალაქე ზ.ზ.-ს ენგურის ხიდზე მდებარე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ხელბარგის დათვალიერებისას დაუდგენელი სახეობის რევოლვერი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს. რევოლვერი საბრძოლოა” – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S