1 აშშ დოლარის ღირებულება ბოლო სამ თვეში 3 ლარს ჩამოცდა
04/06/2020 12:55:22 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი იქნება, ევროსი – 3.3422 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.7394 ლარი, თურქული ლირის – 0.4413 ლარი.
4 ივნისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი იყო, ევროსი – 3.4087 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8571 ლარი, თურქული ლირის – 0.4500 ლარი.


