Accentnews.ge
ბაგებში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით ბიზნესმენი დააკავეს

ბაგებში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით ბიზნესმენი დააკავეს

04/06/2020 13:24:04 სამართალი

3 ივნისს თბილისში, ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ფორმულა" იუწყება, დაკავბებული ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელია. ის დაკითხვაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი დააკავეს. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობას ედავება.

არსებული ინფორმაციით, გუშინდელი სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესის დანაწილებას უკავშირდება.

რაც შეეხება უშუალოდ შეიარაღებულ ინციდენტს,

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სროლა იყო ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაშვადა. ცნობილია დაშავებულთა ვინაობაც - ირაკლი პაპავა და გიორგი წიკლაური.ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. დაშავებულებიდან ერთ-ერთს ჭრილობა წვივის, მეორეს კი ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ორივე მათგანს გუშინ გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ადგილზე სულ მცირე, ექვსი პირი იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S