ანგარიში: 22 მაისამდე გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა 94 562 594 ლარის ფარგლებში გაიცა
04/06/2020 13:50:25 ეკონომიკა
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, პირველი მარტიდან 22 მაისამდე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარია.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2020 წლის პირველი მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებლად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან და ორგანიზაციიდან შევიდა 1 646 მომართვა, საიდანაც თანხმობა გაიცა 1 477 მომართვაზე.
„მთლიანი მომართვების 90% შეეხებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების – „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას (სახის დამცავი პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, შენობის დეზინფექციის მომსახურება, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო 50 ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება, კვებითი მომსახურება და სხვ. – ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარია“,- ნათქვამია ანგარიშში.
იხილეთ ასევე: IDFI: "ქართული ოცნება“ სოციალური დახმარებისთვის საკვებს შემომწირველებისგან ყიდულობს"


