Accentnews.ge
რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

04/06/2020 14:51:15 კონფლიქტები, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის ცნობით, თავმჯდომარემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ, გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე პოლონეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სფეროში პოლონეთის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გამოთქვა სურვილი მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს გაუზიაროს. თავის მხრივ, მარიუშ მაშკევიჩი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით დევნილი საზოგადოების ჩართულობით.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი მარცინ მამონი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S