Accentnews.ge
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 26 463 000  ლარია

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 26 463 000  ლარია

04/06/2020 15:20:18 სამართალი

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 26 463 000 ლარია. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

სულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

"საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 382 პირი, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი. 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი; კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი; ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილების გამო - 27 ფიზიკური პირი; იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი; ინდმეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე)", - ნათქვამია დოკუმენტში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენდა, იურიდიული შემთხვევაში კი – 15 000 ლარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S