Accentnews.ge
13 წლის წინ პორტუგალიაში გაუჩინარებული ბრიტანელი ბავშვის საქმეში ეჭვმიტანილი გაჩნდა

13 წლის წინ პორტუგალიაში გაუჩინარებული ბრიტანელი ბავშვის საქმეში ეჭვმიტანილი გაჩნდა

04/06/2020 16:06:03 სამართალი

13 წლის წინ, 2007 წელს პორტუგალიაში გაუჩინარებული 3 წლის მედლინ მაკკანის საქმეში ეჭვმიტანილი გაჩნდა. BBC-ს ცნობით, იგი გერმანიის 43 წლის მოქალაქეა, რომელიც ამჟამად სასჯელს სხვა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლით იხდის.

მედლინი 2007 წელს, იმ დროს დაიკარგა, როცა მისი მშობლები კიდევ ორ შვილთან და მეგობრების ოჯახთან ერთად პორტუგალიის კურორტ პრაია-და-ლუშზე ისვენებდნენ. ბოლო დღეს მათ შვილები დასაძინებლად დააწვინეს, თავად კი დასვენების დასრულების რესტორანში აღნიშნვა გადაწყვიტეს. თუმცა საქმის მასალების მიხედვით, უფროსებიდან ერთ-ერთი მაინც საათში ერთხელ ბინაში ბრუნდებოდა და ბავშვებს ამოწმებდა.

მედლინის გაუჩინარება ოჯახის მეგობარმა ერთ-ერთი ასეთი შემოწმებისას აღმოაჩინა და მაშინვე აცნობა პოლიციას, თუმცა ცხელ კვალზე გოგონას პოვნა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ იმ საღამოს ბინის სიახლოვეს თეთრი ფურგონი შენიშნეს. გამოძიება აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი გერმანელი იმ პერიოდში იმავე კურორტზე ისვენებდა, თეთრი ფურგონით გადაადგილდებოდა და ბოლოს მისი მანქანა სწორედ იმ ადგილზე ნახეს, საიდანაც გოგონა დაიკარგა. მედლინის გაუჩინარების მეორე დღეს კი მან მანქანა სხვის სახელზე გადააფორმა.

თავდაპირველად პოლიციამ ეჭვი ბავშვის მშობლებზე მიიტანა: მათ ბინასა და მანქანაში მედლინის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, დედ-მამის ჩვენებები ერთმანეთს ყველაფერში არ ემთხვეოდა. თუმცა მათთვის ოფიციალური ბრალდების წარდგენისგან პოლიციამ მაშინ თავი შეიკავა.

მედიის ინფორმაციით, 2007 წელს პორტუგალიაში ბავშვების გაუჩირარების 5 შემთხვევა აღირიცხა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პედოფილები ბავშვებს სახლებში შეღწევის გზით იშვიათად იტაცებენ. თუმცა გამოძიების ვერსიით, მედლინი ბინიდან თავად გავიდა, სავარაუდოდ, მშობლების საძებნელად, რა დროსაც ბოროტმოქმედს მოხვდა თვალში.

ბრიტანული გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მედლინი ამ დრომდე ცოცხალია, თუმცა გერმანელი პროკურორები მას არ ეთანხმებიან.​

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S