
"ვიმედოვნებ, 8 მარტის შეთანხმება წარმატებით შესრულდება"
04/06/2020 16:04:09 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ 8 მარტის შეთანხმება წარმატებით შესრულდება. მისივე თქმით, ეს შეთანხმება ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას.
„ჩემი აზით, ეს არის პირობა, რომელიც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საარჩევნო წელს გამოირიცხოს ასეთი შემთხვევები, გაჩნდეს ნდობა და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ. გასული კვირების განმავლობაში მე მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამომეთქვა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მიმაჩნია, რომ თავად 8 მარტის შეთახმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.