
ბიბილოვი “მზადაა, საქართველოდან დიდი სამამულო ომის გმირთა ნეშტების გადასვენება უზრუნველჰყოს”
04/06/2020 16:29:04 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ოფიციალურ თბილისს მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს, “საქართველოდან დიდი სამამულო ომის გმირთა ნეშტების გადასვენება უზრუნველჰყოს”.
ამის შესახებ მან დღეს “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ვფიქრობ, დღეს, საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვართ, მივიღოთ ჩვენი გმირები - განვახორციელოთ მათი ექსჰუმაცია, გადმოსვენება და დავკრძალოთ აქ, ჩვენთან შესაბამისი პატივით” – განაცხადა ბიბილოვმა და დასძინა, რომ მისი ეს განცხადება “ოფიციალური მიმართვაა საქართველოს ხელისუფლებისადმი”.