Accentnews.ge
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

04/06/2020 16:27:15 სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ზაზა მგელიაშვილი დააკავა. სამართალდამცავებმა მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ხელყუმბარა და ნიღბები.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მგელიაშვილი ჩუმლაყში კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ ბადუაშვილის ლიკვიდაციის მიზნით მიემგზავრებოდა.

ბადუაშვილის საცხოვრებელი სახლი პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S