Accentnews.ge
თაღლითი მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ Skype-ით “ქურდული სამყაროს” ტიტულებს არიგებდა

თაღლითი მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ Skype-ით “ქურდული სამყაროს” ტიტულებს არიგებდა

04/06/2020 16:47:22 სამართალი

სომხეთში დააკავეს 52 წლის ადგილობრივი თაღლითი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეებს ინტერნეტის მეშვეობით “ქურდული სამყაროს” სხვადასხვა ტიტულებს “ურიგებდა”.

მამაკაცმა, რომელიც Telegram-ში თავს “კრიმინალურ ავტორიტეტად” ასაღებდა, საცხოვრებელი სახლი ციხის საკნის მსგავსად მოაწყო და ირწმუნებოდა, რომ საპყრობილედან ერთვებოდა.

კრიმინალური სამყაროს სხვადასხვა ტიტულებს იგი მსურველებს Skype-ის მეშვეობით “ურიგებდა”. საფასური ტიტულის წონადობის მიხედვით 100 დოლარიდან 5 ათას ევრომდე მერყევობდა.

ყველაზე ხშირად ამ თაღლითობის მსხვერპლნი მოზარდები ხდებოდნენ რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S