Accentnews.ge
კირკიტაძის თქმით, ენმ მზადაა, თბილისში არსებული 8 ოლქიდან უმეტესობა სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუთმოს

კირკიტაძის თქმით, ენმ მზადაა, თბილისში არსებული 8 ოლქიდან უმეტესობა სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუთმოს

04/06/2020 16:49:15 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების დასახელების მომხრეა.

მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, თბლისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან, 5 სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუთმოს".

"ჩვენ მომხრე ვართ ერთობის, თუმცა პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების “ლელოს” გადაწყვეტილებას, რომ დააყენოს 30–ვე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე სხვა ინდივიდების გადაწყვეტილებებს, რომლებიც იტყვიან, რომ ასე სჯობს. ჩვენ ღიად დავადასტურეთ, რომ თბილისში არსებული 8 ოლქიდან უმრავლესობა ოლქებისა დავუთმოთ და მხოლოდ 3 ოლქში დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S