Accentnews.ge
პოლიციამ სოფელ ჩუმლაყში ერთი პირი დააკავა

პოლიციამ სოფელ ჩუმლაყში ერთი პირი დააკავა

05/06/2020 05:28:53 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი​ თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S