
ფლოიდს სოლიდარობა სომხეთშიც გამოუცხადეს
05/06/2020 08:13:30 კავკასია
სომხეთში, ერევანში, აშშ-ის საელჩოსთან დემონსტრანტებმა მინეაპოლისში შავკანიანი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გააპროტესტეს, სოლიდარობა გამოუცხადეს მისი მკვლელობის შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებსა და მოძრაობას Black Lives Matter.
„შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (Black Lives Matter), „თუ არ არსებობს სამართალი, არ არსებობს მშვიდობა“, „სომხები შავკანიანთა სამართლიანობისათვის“ – აღნიშნული ლოზუნგები იყო დატანილი აქციაზე მოქალაქეების მიერ მიტანილ პოსტერებზე.
მოქალაქეთა ჯგუფმა 4 ივნისს საკუთარი პროტესტი საქართველოში, თბილისშიც დააფიქსირა.
ცნობისთვის: ფლოიდის სიკვდილს მასობრივი აქციები მოჰყვა ჯერ მინეაპოლისში, შემდეგ აშშ-ს სხვა შტატებსა და ქალაქებში. ფლოიდის მკვლელობისა და სისტემური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მალევე გასცდა აშშ-ს და არაერთი სახელმწიფო მოიცვა.