
აფხაზეთიდან სამარაში ჩასულ მოქალაქეს COVID-19 აღმოაჩნდა
05/06/2020 11:43:17 კონფლიქტები
აფხაზეთიდან რუსეთში, ქალაქ სამარაში ჩასულ მამაკაცს დღეს COVID-19 დაუდასტურდა, - იუწყება samaragis.ru.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, ფაქტის შესახებ ეცნობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსაც.
დგინდება ისიც, როგორ მოხვდა ინფიცირებული სამარაში იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტილია და გადაადგილება მხოლოდ ტვირთებისთვისაა ნებადართული.
- სულ დღე-ღამის განმავლობაში სამარაში კოვიდ-ინფიციფრების 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მთლიანობაში კი 2 922 ინფიცირებულია გამოვლენილი.
- რაც შეეხება თავად აფხაზეთს, ოფიციალური ინფორმაციით, იქ, 3 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების სულ 35 შემთხვევა იყო აღრიცხული. მათგან 27 პაციენტი განიკურნა, ერთი გარდაიცვალა. გუშინ, 4 ივნისს, ოპერატიული შტაბის ცნობით, კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.