რომელი ქვეყნიდან შემოვლენ პირველი ტურისტები საქართველოში
05/06/2020 11:37:29 ეკონომიკა
როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო – ქუთაისი და შემდგომ ბათუმი.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად. სხვანაირად, მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე, ასე არაფერი გამოვა. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ მარტო, ცალკე აღებული ქვეყანა ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და, რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნას 1 ივლისიდან გეგმავს.


