ლარი გამყარებას განაგრძობს
08/06/2020 04:55:44 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9562 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.3476 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.7328 ლარი, ერთი თურქული ლირის – 0.4365 ლარი.
იგივე კურსი მოქმედებდა 6 და 7 ივნისს, ხოლო 5 ივნისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.3422 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.7394 ლარი, ერთი თურქული ლირის – 0.4413 ლარი.


