გოჩიაშვილი და თოლორდავა იმპროვიზაციის "აქ.ახლა" ფარგლებში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ
05/06/2020 13:30:42 საზოგადოება, რეკლამა
"თიბისის" Live-სესიები - "აქ.ახლა” გრძელდება.
როგორც TBC იუწყება, ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი - კახა თოლორდავა იქნება. სესიის - „იმპროვიზაცია - აქ.ახლა“ ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
„ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის - ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით“, - ნათქვამია ინფომრაციაში.


