Accentnews.ge
განიხილება თუ არა სომხეთიდან პაციენტების საქართველოში გადმოყვანა

განიხილება თუ არა სომხეთიდან პაციენტების საქართველოში გადმოყვანა

05/06/2020 15:56:03 კავკასია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული მხარე მზადაა, სურვილის შემთხვევაში, სომხეთს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

გამყრელიძეს ჰკითხეს, განიხილება თუ არა სომხეთიდან პაციენტების სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანა და ეს დამატებით რისკებს ხომ არ გააჩენს.

„სადღეისოდ საქართველოში გამოჯანმრთელების 81%–იანი მაჩვენებელია. გვაქვს 142 აქტიური შემთხვევაა. ჯანდაცვის სისტემა მზადაა. უფრო მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში სისტემამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. რაც შეეხება სომხეთისთვის შეთავაზებას, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და იქნა შეთავაზებული, ხომ არ სჭირდებათ საქართველოს მხარდაჭერა. განიხილეს ეს საკითხი. სომხეთის მხარე განიხილავს საკითხს და თუ საჭიროებაა, მიმართავს საქართველოს. ჩვენც, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გვქონდა შეთავაზება სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ველოდებით, თუ იქნა შემოთავაზება, რომ სურთ რაღაც მიმართულებით მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ, როგორც ქვეყნებს და ჩვენს ინსტიტუციებს ახლო ურთიერთობა აქვთ და დახმარებაზე უკან არ ვიხევთ“,– განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ დახმარება აღმოუჩინოს სომხეთს. მოთხოვნას შეუერთდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც. პეტიცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც სომხეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არიან ინფიცირებულები, რომელთა ჰოსპიტალიზების შესაძლებლობა სომხეთს აღარ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S