Accentnews.ge
პროკურატურა – გორაძის საქმეზე: "საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს"

პროკურატურა – გორაძის საქმეზე: "საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს"

05/06/2020 20:16:15 სამართალი

კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის (მეტსახელად "ლავასოღლის") შესახებ საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.

„მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები. რადგან გამოითქვა მინდია „ლავასოღლის" ოჯახის წევრების მხრიდან აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრის სურვილი, ორშაბათს 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ მინდია „ლავასოღლის ოჯახის" წევრს და უფლებადამცველს საექსტრადაციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

გორაძის ახლობლებმა მისი ექსტრადიციის მოთხოვნით აქცია ბათუმში რამდენჯერმე გამართეს. 2020 წლის იანვარში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S