Accentnews.ge
რა სახის დახმარების აღმოჩენა შეუძლია საქართველოს სომხეთისთვის

რა სახის დახმარების აღმოჩენა შეუძლია საქართველოს სომხეთისთვის

05/06/2020 20:51:41 კავკასია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს.

"საბედნიეროდ, ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ შეგვიძლია სომხეთს ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ. ეს იქნება იგივე დიაგნოსტიკა, თუ რაიმე სხვა რესურსით დახმარება. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა პისიარ ტესტებზეც და გვაქვს ამის მარაგი დაახლოებით 100 000 იანი ყოველთვიურად. ჩვენი კოლინიკური სექტორიც არ არის ახლა იმდენად დატვირთული, როგორც ვიცი, რომ დავეხმაროთ,. - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი შეფასებით, სომხეთში არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის სახიფათო იმდენად არაა, რამდენადაც ჭკუის სასწავლებელი:

"სახიფათო ნაკლებად, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი ნამდვილად არის: სამწუხაროდ, ჩვენთან იყვნენ და არიან (საბედნიეროდ, ბევრი არა) გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არაფერი არ არის. თავიდან მიდიოდა რუსული პროპაგანდა და მიკვირს, რომ აქ რუსულ პროპაგანდას აყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურს უწოდებენ. როდესაც გართულდა სიტუაცია, მოსახლეობის გადარწმუნება გაუჭირდათ. იგივე გამოვცადეთ იმ რეგიონებში, სადაც ქართულ ტელევიზიებს ნაკლებად უყურებდნენ. ამაზე მუშაობდა მთელი რუსული პროპაგანდა – არაფერი არ ხდებაო",– განაცხადა იმნაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S