Accentnews.ge
მედია: კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსმა შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა

მედია: კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსმა შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა

08/06/2020 06:50:23 კავკასია

სომხური მედიის ცნობით, კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსმა შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა.

როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, აგარაკის შესასვლელთან უამრავი მანქანა იდგა. მათ შორის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონეც.

მოგვიანებით, ჩინოსანმა განმარტა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ამასთან, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოუწოდებს მედიას, გაითვალისწინონ, რომ მაღალჩინოსნებსაც აქვთ პირადი ცხოვრების უფლება.

ცნობისთვის: მათივე ინფორმაციით, worldometers-ის მონაცემებით, სომხეთში ყოველ 1 მილიონ ადამიანზე 4431 დაინფიცირებული მოდის, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 7 ივნისის მონაცემებით, 13 130-ია.

ორიოდ დღის წინ სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ დაახლოებით 200 ინფიცირებული ჰოსპიტალიზებას საჭიროებს, თუმცა კლინიკებში მათთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლბა არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S