Accentnews.ge
დეპუტატმა გამარჯვებაში ორი პირი დაჭრა

დეპუტატმა გამარჯვებაში ორი პირი დაჭრა

08/06/2020 07:24:02 სამართალი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სოფელი გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, გიორგი ჭინჭარაულმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში დღეობის აღნიშნვის შემდეგ მხარეები არაფხიზელ მდგომარეობაში ერთმანეთს ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ჭინჭარაულს სცემეს, რის შემდეგაც მან სახლიდან დანა გამოიტანა და ძმებს გაუსწორდა.

დაზარალებულებს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია.მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S