
"ნიკალას" 6 სახეობის ღვინომ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
14/06/2019 15:28:28 ეკონომიკა, რეკლამა
კომპანია "ნიკალას" 6 სახეობის ღვინომ თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კომპანია ბაზარზე სულ რაღაც ერთი წელია გამოჩნდა.
"ნიკალას" საკუთარი ვენახები შირაქში გააჩნია, კომპანიის ხელმძღვანელობას აქცენტი და გეგმები ბიოპროდუქციაზე აქვს აღებული.
კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში ჩატარდა.
WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.