Accentnews.ge
რა ამყარებს ლარს – ექსპერტების ანალიზი და პროგნოზი

რა ამყარებს ლარს – ექსპერტების ანალიზი და პროგნოზი

08/06/2020 11:31:20 ეკონომიკა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალურტა გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. 8 ივნისის მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარი 2.9562 ლარად ივაჭრება, ერთი ევრო კი 3.3476 ლარი ღირს. ახლა მთავარი კითხვაა, რა ფაქტორებმა იქონია გავლენა და შენარჩუნდება თუ არა ტენდენცია.

ექსპერტების ნაწილი ლარის გამყარებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორისაა ეკონომიკის გახსნა და საერთაშორისო დახმარება – ქვეყანაში დოლარმა შემოდინება დაიწყო.

„თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლარს მომდევნო გაუფასურების ტალღა არ ელოდება. ფაქტია, ლარი გამყარდა, თან საკმაოდ სოლიდურად – დაახლოებით, 10%–ით, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში იშვიათია. ველი, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება, სულ მცირე, წლის ბოლომდე. არ ველოდები, რომ ლარი გახდება 2.1, მაგრამ ველი, რომ ცოტ-ცოტა გამყარებას განაგრძობს, ვიდრე – გაუფასურებას“,– აცხადებს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.

ის არგუმენტად რამდენიმე გარემოებას ასახელებს:

  • საერთაშორისო დახმარებები;
  • საქართველოს იმპორტდამოკიდებულების შემცირება;
  • დოლარზე მოთხოვნის შემცირება – შემცირებული სამუშაო ადგილების, დაპაუზებული ხელფასებისა და ა.შ. პირობებში, დოლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული;
  • ეკონომიკის გახსნა და ახალი შესაძლებლობები ეკონომიკისთვის.
  • „მთლიანობაში ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი მხარეები, რომლებიც ლარზე გაუფასურების კუთხით მოქმედებენ“, – დასძენს ჭარაია.

საფინანსო საკითხებში ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, დღეს მნიშვნელოვანია მოლოდინი, ვინაიდან ეკონომიკა გაჩერებული იყო:

„ახლა რაც ლარს ამყარებს, ეს არის მოლოდინები, ოღონდ არა ნეგატიური, პირიქით – ოპტიმისტური. როცა ეკონომიკა იხსნება, ადამიანებს ისედაც ოპტიმიზმი უჩნდებათ, რაც ბუნებრივია. დაპაუზებამ, რომელიც „კოვიდ-19“-თან იყო დაკავშირებული, შემქნა გარკვეული პრობლემები ვარდნის, ანუ ეკონომიკური ბრუნვის შემცირების თვალსაზრისით, მაგრამ გახსნას ყოველთვის ახლავს უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებში“.

გიორგი ცუცქირიძე პოზიტიური მოლოდინების შექმნისა და ლარის გამყარების მხრივ საერთაშორისო ფინანსური დახმარებების მნიშვნელობას და მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას უსვამს ხაზს:

„3 მილიარდ დოლარზეა საუბარი – ესეც პოზიტიურ მოლოდინს აჩენს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დაიძვრება, არ იქნება დოლარის დეფიციტი. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის პოზიტიური მოლოდინები და ეს დაკავშირებულია ანტიკრიზისულ გეგმასთან, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. ამდენად, ჩემი პროგნოზი პოზიტიურია, ორი რამის გამო: ეკონომიკა რომ გაიხსნება, მოთხოვნაც გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები შემოვა, არ გვექნება უცხოური ვალუტის დეფიციტი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S