![ბაქოში სპეცოპერაციის შედეგად 11 პირი დააკავეს [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/289ABB81-96BE-4055-9971-197117637305_w1023_r1_s.jpg)
ბაქოში სპეცოპერაციის შედეგად 11 პირი დააკავეს [ვიდეო]
08/06/2020 11:51:53 კავკასია
ბაქოში, იასამალის რაიონში ძალოვანებმა სპეცოპერაციის შედეგეად 11 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივები ნაგავს ისროდნენ და უცენზურო ფრაზებს გაჰყვიროდნენ იმ პოლიციელთა მისამართით, რომლებმაც კარანტინის დამრღვევი დააკავეს.
«პოლიციის თანამშრომლებმა მოთმინება გამოიჩინეს და აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენეს. გამოძიების პროცესში დადინდა იმ 11 პირის ვინაობაც, რომლებიც პოლიციელეს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ისინი დააკავეს და პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში გადაიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება მათ მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად», - აცხადებენ შსს-ში.
Turan-ის ცნობით კი, პოლიციელები ბინებში იჭრებოდნენ და ადამიანები იქიდან თრევით გამოჰყავდათ.
Meydan TV დაკავებების ვიდეოკადრებს აქვეყნებს:
- მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება კოვიდ-ინფიციფებულთა რაოდენობის ზრდის გამო ბაქოსა და სხვა მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლებს 6 ივნისიდან 8 ივნისის დილის ჩათვლით გარეთ გასვლას უკრძალავდა.
- 7 ივნისს აზერბაიჯანში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 314-ით იყო გაზრდილი და ჯამში 7553-ს შეადგენდა, იმ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან 88 ადამიანი იყო გარდაცვლილი.