
„კანონიერი ქურდის“ ახლობლებმა პროკურატურა უკმაყოფილოებმა დატოვეს: „ეს იყო სეხვედრა შეხვედრისთვის“
08/06/2020 11:44:56 სამართალი
პროკურატურაში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის დამ ირინა გორაძემ და მისი უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ უწყების მაღალჩინოსანთან შეხვედრა გამართეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შეხვედრაზე გორაძის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას.
„გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჩილინგარაშვილი მინდია ლავასოღლის დას და მის ინტერესების დამცველს შეხვდა და საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
შეხვედრაზე გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა მათ განუმარტა, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას. ასევე მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები“, - აცხადებენ უწყებაში.
თავად გორაძის ოჯახის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ეს იყო სეხვედრა შეხვედრისთვის.
„პროკურატურაში შეხვედრა შედგა, თუმცა შეხვედრა შეხვედრისთვის იყო. საერთაშორისო დეპრატამენტის ხელმძღვანელს შევხვდით, გავაცანით ჩვენი მოთხოვნები, თუ როდის მოხდება მინდა გორაძის ექსტრადაცია. პროკურატურის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკას დააბრალეს და გვითხრეს,რომ მათ უნდა მოგვწერონ წერილი, წაიყვანით თქვენი პატიმარი და მერე ჩვენც წამოვიყვანთო. თუმცა, შემდეგ ვანახე საბუთი, სადაც პირიქით ეწერა, რომ თურქეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს იმაზე, რომ მინდია გორაძე ქართულმა მხარემ წამოიყვანოს. ამაზე პასუხი არ გვითხრეს. ანუ, პროკურატურის თქმით, თურმე თურქეთის რესპუბლიკა არ გზავნის საქართველოში მოთხოვნას, პატიმრის წაყვანის შესახებ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.