ერთკვირიანი გამყარების შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდა
08/06/2020 12:54:44 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9805 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.3599 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.7656 ლარი, ერთი თურქული ლირის – 0.4392 ლარი.
8 ივნისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9562 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.3476 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.7328 ლარი, ერთი თურქული ლირის – 0.4365 ლარი.


