Accentnews.ge
“The National”:  “საქართველო საერთაშორისო ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს”

“The National”:  “საქართველო საერთაშორისო ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს”

29/05/2020 17:45:21 საშინაო პოლიტიკა

"The National" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს , რომ "საქართველო ტურისტებს ჯერ "მწვანე ზონებში” უმასპინძლებს, სადაც ახალი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები არ დადასტურებულა".

სტატიის თანახმად, საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ეტაპობრივად ტურისტების მიღებას აპირებენ.

"საქართველომ განაცხადა, რომ 1-ელი ივლისიდან მზად იქნება საერთაშორისო ტურისტების მისაღებად და შეუერთდება იმ სხვა რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვეების განმავლობაში ჩაკეტვის შემდეგ საზღვრებს გახსნის. განცხადება გაკეთდა კავკასიის ქვეყანაში ზაფხულის სეზონის პიკამდე და ასევე იმ პერიოდში, როდესაც ევროპის ქვეყნებიც ტურისტთა მისაღებად ემზადებიან. საქართველო ადგილობრივ ტურისტულ სერვისებს ორშაბათს, 15 ივნისს, გახსნის და საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად იქნება ორი კვირის შემდეგ, როგორც ქვეყნის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ ევროპა მოიცვა, საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ეტაპობრივად ტურისტების მიღებას აპირებენ, მათ შორისაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. თუმცა, სხვა ევროპული სახელმწიფოები საზღვრებს რამდენიმე შერჩეული ქვეყნისთვის ხსნიან, რომელთაგან თითოეულს ვიზიტორებისთვის თავისი წესები აქვს. პირველ რიგში, შეიქმნება „ზონები“, სადაც ნებადართული იქნება ტურისტთა ვიზიტი, ხოლო სახმელეთო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ჯერ ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება”,- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ციტირებს, სადაც გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებთან, ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე, უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად ქვეყანა მუშაობს.

”მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას უცხოელი სტუმრების მისაღებად”, - ამბობს გიორგი გახარია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2019 წელს, 9.3 მილიონი ვიზიტორით, საქართველომ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წლისთვის ქვეყანა მიზნად ისახავს 11 მილიონი ტურისტის მოზიდვას.

,,ტურიზმის სექტორის გასააქტიურებლად, გახარიამ პირობა დადო, რომ ტურისტულ ბიზნესს ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებს 2020 წელს. მან ასევე თქვა, რომ მთავრობა 1,3 მილიონ ევრომდე სესხზე საბანკო პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას მოახდენს იმ სასტუმროებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვაა 5,7 მილიონ ევრომდეა. ტურიზმის საბჭომ ასევე განაცხადა თავიანთი განზრახვის შესახებ, რომ მოიწვიოს ტურიზმის მინისტრები მთელი მსოფლიოდან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში სექტემბერში გაიმართება. როგორ მოხდება ქვეყნის საზღვრების გახსნა? როგორც ჩანს, საქართველო არ გეგმავს მთლიანი ქვეყნის ერთბაშად გახსნას. ქვეყანა ტურისტებს ჯერ "მწვანე ზონებში” უმასპინძლებს, სადაც "კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები არ დადასტურებულა". თუმცა, ჯერ არ გადაწყვეტილა, რომლები იქნება ასეთი ზონები, როგორც სპიკერმა აღნიშნა. სავარაუდოდ, მათ შემდეგ კვირას წარადგენენ”,- ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის კომენტარი, სადაც ქვრივიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოება იქნება მთავარი პირობა.

"საქართველო მსოფლიოში ერთ – ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ ის გახსნის თავის ტურიზმის ინდუსტრიას მიმდინარე პანდემიური კრიზისის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასტუმრომ, კვების ობიექტმა, გიდმა და ტურისტულმა სააგენტომ სიზუსტით დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი საერთაშორისო ნორმები",- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მთისა და ზღვის კურორტები შემდეგ ეტაპზე გაიხსნება, თუმცა თარიღი უცნობია. ეს ადგილები ჯერ ადგილობრივი ტურისტებისთვის გაიხსნება, შემდეგ კი უცხოელებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S