
კადიროვის ფონდმა 207 პატარძლის გამოსასყიდად თანხები დაარიგა
08/06/2020 15:33:00 კავკასია
ჩეჩნეთში ახმატ კადიროვის ფონდმა სოციალურად დაუცველ 207 საქმროს პატარძლების გამოსასყიდად თანხები დაურიგა. თითოეულმა 50 000 რუბლი მიიღო, იუწყება ტელეარხი "Грозный".
ფული მიიღეს იმ საქმროებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ამასთანავე, პანდემიის გამო ქორწილის ტრადიციული ადგილობრივი წესები შეიცვალა. ახლა საქორწილო რიტუალებს შეიძლება, მხოლოდ ყველაზე ახლო ნათესავები დაესწრონ, პატარძალს კი მხოლოდ ორი მანქანა გააცილებს.
- ახმატ კადიროვის ფონდი 2004 წელს, მისი დაღუპვისა და კრემლის მიერ რესპუბლიკის სათავეში მისი ვაჟის – რამზანის მოყვანის შემდეგ ჩამოყალიბდა. ოფიციალურად, მას ახმატის მეუღლე აიმან კადიროვა ხელმძღვანელობს. ფულს ფონდს მსხვილი ჩეჩენი მეწარმეები ურიცხავენ, ხშირ შემთხვევაში - იძულებით. საქველმოქმედოდ გამოცხადებული ფონდის ამჟამინდელი ქონება ორ მილიარდ რუბლად არის შეფასებული.