Accentnews.ge
"Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი მატების გამო ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას აჩერებს"

"Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი მატების გამო ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას აჩერებს"

08/06/2020 16:59:29 მსოფლიო

Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი მატების გამო ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას აჩერებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ავადობის ძალიან მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად ისრაელმა გახსნის პროცესის გაგრძელება შეაჩერა", – განაცხადა პრემიერმა და მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ, ხელების დაბანისა და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ბოლო კვირაა, ისრაელში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100–მდე გაიზარდა მაშინ, როცა გასულ კვირაში აღნიშნული მონაცემები დღიურად 20–ს არ აჭარბებდა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სკოლები, სავაჭრო ცენტრების და რესტორნები რეკომენდაციების მკაცრი დაცვით უკვე გახსნა. რაც შეეხება მატარებლით მიმოსვლის აღდგენას, თეატრების და სხვა კულტურის ცენტრების გახსნას, მათი ფუნქციონირება ჯერ–ჯერობით გაურკვეველი დროით გადაიდო.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში დაავადებამ 298 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 17 915 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 15 102 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S