Accentnews.ge
ბაქრაძე „ლელოს“ ტოვებს

ბაქრაძე „ლელოს“ ტოვებს

08/06/2020 20:06:18 საშინაო პოლიტიკა

ისტორიკოსისა და მკვლევარის ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ის პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ ტოვებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

„მივიღე გადაწყვეტილება "ლელოს" რიგებიდან გამოსვლის შესახებ.არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ - თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და "იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო" მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა "ჩარევა სასურველია".ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას" - წერს ბაქრაძე.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა: „ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი ესე ვთქვათ რაღაცა…“

მან ასევე განაცხადა, რომ ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ბავშვი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S