
საკურორტო სოფელ მუხურში ,,Mukhuri Resort” ორ ევროპული სტილის სასტუმროს აშენებს
08/06/2020 20:23:50 რეგიონები
საკურორტო სოფელ მუხურში კომპანია ,,Mukhuri Resort” ევროპული სტილის, ორ 30-30 ნომრიან სასტუმროს აშენებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობზე ჩასასვლელი გვირაბი აქვს არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს, სასტუმროს დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს.
სამუშაოებს „ლაკადა გრუპი“ ასრულებს. ორივე სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 11 მილიონ ლარამდეა.