Accentnews.ge
კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

08/06/2020 20:31:54 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. რთული რელიეფის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ186-კმ198 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ170 (ზუგდიდი-კალა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S