მედია: “ვიზ-ეარი” ქუთაისიდან ფრენებს 19 მიმართულებით აუქმებს
09/06/2020 05:51:03 ეკონომიკა
ავიაკომპანია „ვიზ-ეარი“ ქუთაისიდან ფრენებს 19 მიმართულებით აუქმებს.
როგორც გამოცემა "ევიეიშენ 24'' ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, კომპანიამ ორამდე შეამცირა ქუთაისში თვითმფრინავების რაოდენობა. შედეგად შეჩერდება ან საერთოდ გაუქმდება საერთო ჯამში 19 მიმართულება. გაუქმებული მარშრუტების ჩამონათვალში შედის ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები.
კომპანია „ვიზ-ეარს“ ოფიციალური განმარტება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისი გამონაკლისი არ არის, რადგან უნგრული ავიაკომპანია ფრენების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც ამცირებს.


