Accentnews.ge
საბერძნეთში მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

09/06/2020 06:05:36 სამართალი

საბერძნეთში, თესალონიკში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 36 წლის პირს მიგრანტების არალეგალურად გადაყვანას ედავებიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულს ყალბი სანომრე ნიშნის სამგზავრო ავტომობილით 13 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა.

მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა და სიჩქარეს მოუმატა, რის შემდეგაც მანქანა გზიდან გადავარდა. მიგრანტების გადაყვანასთან ერთად, დაკავებულს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საგზაო წესების დარღვევა და თაღლითობა ედება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S