კოვზანაძე: "ქვეყანა რეცესიაში იქნება"
09/06/2020 07:04:39 ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -4% იქნება.
როგორც კოვზანაძე განმარტავს, მთავრობა ამ წელს მთლიანი შდა პროდუქტის გაზრდას 4.5%-ით გეგმავდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო, ქვეყანაში წელს ეკონომიკური რდა არ იქნება.
„ეს გახლავთ ახალი ბიუჯეტი, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შეცვლილი, ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 2.5 %-ისა, რომელიც ჩადებული გვქონდა 2020 წლის თავდაპირველ ვერსიაში, დღეს იქნება 8.5%. ვგეგმავდით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 4.5%-ით. საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, ქვეყანა იქნება რეცესიაში და 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება -4%“,-აცხადებს კოვზანაძე.


