
მარნეულში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
09/06/2020 07:37:27 სამართალი
მარნეულში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ფაქტი 8 ივნისს მოხდა.
შსს–ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.