
საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა სომხეთს ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გაუგზავნეს
09/06/2020 08:12:17 კავკასია
საქართველოში მცხოვრები სომხების ინიციატივით ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი იქნა შესყიდული. აღჭურვილობა სომხეთში უკვე გაიგზავნა. მისი ტრანსპორტირება საქართველოში სომხეთის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ორგანიზატორი “ალიკ მედიას” დირექტორი პავლე ოგანეზოვია, რომელმაც უცხოელი ახლობლის დახმარებით ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი შეიძინა. ამის შემდეგ სომხეთის დახმარება გადაწყვიტეს საქართველოში მცხოვრებმა სხვა ბიზნესმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმაც.
გარდა ამისა, ორგანიზებულია სახსრების შეგროვება ლოზუნგით «ერთი ნიღაბი – ერთი სიცოცხლე». შეგროვებული თანხით შეისყიდიან ნიღბებს, რომლებიც სომხეთში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასარიგებლად გაიგზავნება.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ მზად არიან სომხეთის დასახმარებლად, სადაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით კრიტიკული ვითარებაა შექმნილი. ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა კი შექმნეს პეტიცია საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებით, სომხეთს შექმნილ ვითარებაში დახმარება აღმოუჩინოს.
- გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 350-ით, 13675-მდე გაიზარდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-გან გარდაცვლილია 217 პაციენტი.