ეკონომიკის მინისტრი წელს ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდას ელის
09/06/2020 08:10:47 ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენერგეტიკაში წელს ინვესტიციების ზრდას ელის. ამის შესახებ მან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიდის მუშაობა, რათა გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები საქართველოზე აისახოს.
„კონკრეტულ პროექტებს გეტყვით, „ნამახვანი ჰესი“ მაგალითად, 700 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიციაა და დღე დღეზე ჩავალთ, რომ ეს მშენებლობა გავხსნათ. არის სხვა პროექტებიც ენერგეტიკის მიმართულებით, მაგრამ ენერგეტიკა არაა ერთადერთი მიმართულება, სადაც ინვესტიციების ზრდას ველოდებით, აქტიურად ვმუშაობთ, რომ გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები საქართველოზე აისახოს. რა თქმა უნდა, მარტივი არაა, რომ რომელიმე საწარმო სწრაფად გადმოვიტანთ და დავარწმუნოთ ინვესტორი, რომ დიდი და მიმზიდველი ჩინური ბაზარი დატოვოს და საქართველოში გადმოვიდეს, მაგრამ ეს ის ტენდენციაა, რომელიც ზოგადად დაწყებულია, ეს ობიექტური გარემოებაა,“-აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის განახევრდა.


