მაჭავარიანი – საგარეო ვალის ზრდაზე: "უფრო მძიმე სცენარისთვის ვემზადებით"
09/06/2020 08:24:51 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში 2020 წლის ივნის-ივლისში 850 მილიონ დოლარზე მეტი შემოვა, მეორე ნაწილი კი მოგვიანებით. საუბარია საგარეო ვალზე.
მისივე თქმით, საქართველო უფრო მძიმე სცენარისთვის ემზადება და თუ პირველი ნახევარი მილიარდის სრულად დახარჯვა მიმდინარე წელს საჭირო არ გახდა, 2021 წლისთვის იქნება შენახული, რათა მომავალ წელს დამატებითი ვალის არება არ გახდეს საჭირო.
„ერთნახევარი მილიარდიდან ამ ეტაპზე 850 მილიონზე არის უკვე ხელმოწერილი. ნაწილი უკვე ჩამოსულია ნაწილი ხელმოწერილია და რატიფიცირებას გადის ამ კვირაში და უახლოებს კვირებში ჩამოვა. დანარჩენ ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა. ვვარაუდობთ, რომ ივნისი-ივლისის განმავლობაში, რაც ხელმოწერილია ის ჩამოვა.
ეს სესხები და ამ თანხების მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ანუ ვემზადებით უფრო მძიმე სცენარისთვის. თუ ეს მძიმე სცენარი არ განვითარდა ჩვენ ამ თანხას ამ წელიწადში სრულად არ დავხარჯავთ. თანხის ნაწილის დახარჯვა მოხდება 2021 წელს, რათა არ მოგვიწიოს შემდეგ უფრო დიდი ვალების აღება. ჩვენი მიზანია, არამარტო ჩავეტიოთ იმ პარამეტრში, რასაც ჰქვია 60%-იანი შეზღუდვა, არამედ ნელ-ნელა ამ 55-დან რომელსაც მივაღწევთ დავიწყოთ უკუსვლა“, - განაცხდა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიამა.


