
გალის ოკუპირებული რაიონის სიახლოვეს დაკავებულ ქართველებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
09/06/2020 08:56:12 კონფლიქტები
გალის ოკუპირებული რაიონის სიახლოვეს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს «წინასწარი შეცნობით სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფური კვეთის» ბრალდება წაუყენეს, - იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური. აფხაზური (რუსეთის ფედერაციის) სს კოდექსის აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულები - საქართველოს მოქალაქეები ბუთხუზ კვირკვია, მიხეილ ლამანძია და მათე ლამანძია ე.წ. “სახელმწიფო უშიშროების სამსახურის” საგამოძიებო იზოლატორში არიან გადაყვანილები.
- სამი ახალგაზრდა 6 ივნისს გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ ლეკუხონესა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს შორის ე.წ. გამყოფ ხაზთან დააკავეს.