Accentnews.ge
მედია – ნიდერლანდებში დაკავებული მამაკაცი, რომლის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 12.5 მლნ ევრო ამოიღო, წარმოშობით ქართველია

მედია – ნიდერლანდებში დაკავებული მამაკაცი, რომლის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 12.5 მლნ ევრო ამოიღო, წარმოშობით ქართველია

09/06/2020 09:10:14 სამართალი

გასულ თვეში ნიდერლანდებში დაკავებული მამაკაცი, რომლის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 12.5 მლნ ევრო ამოიღო, წარმოშობით ქართველია, – იუწყება ადგილობრივი მედია.

მისივე ცნობით, მამაკაცს ფულის გათეთრებას ედავებიან. ბრალდებული თანხის წარმოშობაზე არ საუბრობს, ხოლო მისი ადვოკატის თქმით, ადგილი, სადაც თანხა იპოვეს, მისი კლიენტის მფლობელობაში არაა და ამასთან ერთად, 35 წლის მამაკაცი უსახლკაროც არის.

პოლიციამ ეინდჰოვენის ერთ-ერთი სახლში სპეცოპერაცია 1 მაისს ჩაატარა. სამართალდამცავებმა ამოიღეს სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები — 20-დან 500 ევრომდე. მთლიანობაში, მთელი თანხა 255 კილოგრამს იწონიდა. იქვე იყო ორი ცეცხლსასროლი იარაღი ტყვია-წამლით და ფულის მთვლელი მანქანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S