
კილაძის ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა
09/06/2020 09:28:11 სამართალი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ყოფილ ქმარს ავთანდილ ხარაძეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიაწოდეს.
სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე სხდომა 4 ივნისს გაიმართა.
"პატიმრობა შეეფარდა ოჯახის წევრის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო", - აცხადებენ პრესსამსახურში.
სოფო კილაძეზე ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. თავად დეპუტატი ძალადობის ფაქტს ადასტურებდა.