„აგარის შაქარი“ ქვეყანაში შაქრის იმპორტის 50%–ით ჩანაცვლებას გეგმავს
09/06/2020 10:23:13 ეკონომიკა
კომპანია „აგარის შაქარმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.
როგორც კომპანია აანონსებს, შაქრის იმპორტის 50%–ით ჩაანაცვლებს: წლის ბოლომდე ქარხანა 65 ათასი ტონა შაქრის წარმოებას გეგმავს.
წარმოებაში 500-ზე მეტი პირია დასაქმებული. დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივია
საწარმო სახელმწიფოსგან მხარდაჭერის პაკეტით ისარგებლებს, რაც გულისხმობს შეღავათებს ბუნებრივი არის მიწოდებასა და სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფზე.
აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან შეწყვიტა და გადავიდა კონსერვაციაზე. „აგარის შაქრის“ გახსნა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმდინარე წლის 3 აპრილს გადაწყდა.


