Accentnews.ge
ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

09/06/2020 11:17:41 პოლიტიკა, რეკლამა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა,– იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაში ჯანმო მზადაა საქართვლოს დაეხმაროს. მათ შორისაა არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს მართვა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ჰოსპიტლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის კუთხით დახმარება.

ქართულმა მხარემ ჯანმოს ეპიდემიის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„ეს ზაფხული გამარჯვებაზე ზეიმისთვის კი არა, არამედ მეორე ტალღის საპასუხო ღონისძიებების მზადებისთვის უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

„ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მონაწილე, თამარ გაბუნიაც იღებდა. შეხვედრას მოდერატორობას ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე უწევდა. ყურადღება გამახვილდა ჯანმოს ადგილობრივი ოფისის ჩართულობაზე ინფექციის კონტროლისა და პირადი დაცვის საშუალებების მობილიზების პროცესებში. ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის კოვიდის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით ჯანმოს საქართველოს ოფისის მიერ გაწეულ სამუშაოებზე," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S