
ბესელია თქმით, კილაძის ყოფილმა ქმარმა დახმარების თხოვნით მას მიმართა
09/06/2020 13:56:54 სამართალი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი კოლეგის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ქმარმა მას დახმარების თხოვნით მიმართა. კილაძის ქმარი ოჯახის წევრის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დაღვევის მუხლით დაკავებულია.
როგორც ბესელია აცხადებს, აღნიშნული პირი დაპატიმრებამდე მის ოფისში იყო მისული.
"თქვა, რომ არავინ უსმენდა და მისთვის ყველა კარი დაიკეტა, ვინც გაიგო, რომ ის სოფო კილაძის მეუღლე იყო. ამბობდა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ბავშვს ვერ ნახულობდა და ამას ძალიან განიცდიდა. თქვა, რომ სასამართლო და შესაბამისი ორგანოები ეხმარებიან კილაძეს სტატუსიდან და მდგომარეობიდან გამომდინარეო“,– განუცხადა „TV პირველს“ ბესელიამ და დასძინა, რომ თავად უარი უთხრა დახმარებაზე:
"არ ვისურვე, რომ ამ თემებში ჩავღრმავებოდი. არ მინდა, ვინმეს განცდა დარჩეს, არ ვარ იმ ადამიანზე [სოფო კილაძე] მაღალი წარმოდგენის და ეს თემა გამოვიყენე განწყობების დასამძიმებლად".
9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ კილაძის ყოფილ მეუღლეს პატიმრობა 4 ივნისს შეუფარდა.სოფო კილაძეზე ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. თავად დეპუტატი ძალადობის ფაქტს ადასტურებდა.