Accentnews.ge
რუსეთის ე.წ. ელჩი – აფხაზეთის აღიარებაზე: “დასავლეთის გამოწვევის ფუფუნება ყველა ქვეყანას როდი აქვს”

რუსეთის ე.წ. ელჩი – აფხაზეთის აღიარებაზე: “დასავლეთის გამოწვევის ფუფუნება ყველა ქვეყანას როდი აქვს”

10/06/2020 05:49:34 კონფლიქტები

რუსეთი “სერიოზულ დახმარებას უწევს აფხაზეთს მისი საერთაშორისო აღიარებისა და უცხოეთის ქვეყნებთან კონტაქტების დამყარების საქმეში”, - განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში “რუსეთის ფედერაციის ელჩმა” ალექსეი დვინიანინმა.

"ხშირ შემთხვევაში ეს საქმიანობა ფართო საზოგადოებისთვის უხილავია. მისი არასაჯარო ხასიათი აიხსნება სურვილით, ზიანი არ მიადგეს იმ ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც მზად არიან, ყური უგდონ სამართლიანობის ხმას და აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა თბილისის დასავლელი მფარველების ზეწოლის, ზოგჯერ კი პირდაპირი შანტაჟის ეშინიათ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობა აჩვენებს, რომ რესპუბლიკასა და მის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მსოფლიოს ის ქვეყნები უჭერენ მხარს, რომელთაც ისტორიაში მსგავსი ეპიზოდები ჰქონდათ. თუმცა ყველა მათგანს პoლიტიკური ან ეკონომიკური მიზეზების გამო არ აქვს ფუფუნება, გამოიწვიოს კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ამ საკითხში საქართველოს ინტერესებს იცავს ამ უკანასკნელის ანტირუსული დამუხტულობის სანაცვლოდ", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

ამ კონტექსტში ე.წ. ელჩმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესა და მისი გუნდის "დაუღალავ მუშაობას" გაუსვა ხაზი, “რომლის წყალობით აფხაზეთს მთელს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ჭეშმარიტი მეგობარი უჩნდება”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S