Accentnews.ge
დეპუტატის ადვოკატი: „პოლიციელები დახმარებას შეპირდნენ შეცდომაში შეიყვანეს“

დეპუტატის ადვოკატი: „პოლიციელები დახმარებას შეპირდნენ შეცდომაში შეიყვანეს“

10/06/2020 07:13:25 სამართალი

ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული დეპუტატის „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭინჭარაულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი ბრალდებულის 5 000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამასთან, ადვოკატმა რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ადვოკატის თანახმად, ჭინჭარაულს წინასწარი გამოძიების პროცესში ჩვენება აქვს შეცვლილი. როგორც ადვოკატი ამბობს, ჭინჭარაული „მეგობარმა პოლიციელებმა“ შეცდომაში შეიყვანეს და არასწორი ჩვენება მიაცემინეს:

„პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი დახმარებას შეპირდა: ურჩიეს, რომ მიეცა ის ჩვენება, რაც მან გამოძიებას უკვე მისცა, რომ ეს მისთვის უკეთესი იქნებოდა, შეიყვანეს შეცდომაში და ათქმევინეს, თითქოს პირველი ჩხუბის დროს ჯიბეში დანა არ ედო და შემდეგ მანქანიდან აიღო“.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, ადვოკატი ამბობს, რომ ჭინჭარაული თავდაცვის რეჟიმში მოქმედებდა:

„როდესაც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს აყენებდნენ და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან წაქცეული ჰყავდათ, ზედ ეჯდა სამი კაცი და თავში ურტყამდნენ (გახეთქილი აქვს თავი, ხელი –გადაჭრილი) იძულებული გახდა, თავდაცვის მიზნით დანა გამოეყენებინა“.

ცნობისთვის: დეპუტატი ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S